მომიტინგეთა გარკვეულმა ჯგუფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა - რუსთაველის გამზირს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს სპეცრაზმი

საპროტესტო აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა.

მომიტინგეების დიდმა ნაწილმა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო, რუსთაველის გამზირი დატოვა და სანაპიროს ტერიტორიაზე ჩავიდა. აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფებმა ასევე, გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე.

მსვლელობას ავტომობილები სიგნალებითა და შეძახილებით უერთდებიან და აქციის მონაწილეებს ამხნევებენ.

რუსთაველის გამზირს ამ დროისთვის, თითქმის სრულად საპოლიციო ძალები, სპეცრაზმი აკონტროლებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026