სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჯიკისა და წითელი წიწაკის ნიმუშებში აკრძალული საღებავები აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ნოემბერში, სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავის გამოვლენის მიზნით, 57 სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ნიმუში აიღეს. ნიმუშები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს.

მათივე ცნობით, ამოღებული პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს მისი ბაზრიდან ამოღება/განადგურებას.

„დახლზე მოვაჭრე ი/მ ლიანა ქობალია; სურსათი- აჯიკა; დამზადების თარიღი: 01/10/2024 წელი; ვარგისიანობის ვადა: 01/03/2025 წელი; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი Para Red; მისამართი: ქ. თბილისი, აგრარული ბაზარი, წინამძღვრიშვილის ქ N135

დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ქეთევან კილასონია; სურსათი-აჯიკა; დამზადების თარიღი: 11.11.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა- 6 თვე; დარღვევა-აღმოჩნდა საღებავი Para Red; მისამართი: ქ. სენაკი, აგრარული ბაზარი,რუსთაველის ქ. N180.

დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ხათუნა ფხაკაძე; სურსათი- დაღერღილი წითელი წიწაკა; დამზადების თარიღი: 18.10.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა: 04.2026 წელი; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი sudan I და Sudan IV; მისამართი: ქ. ოზურგეთი, აგრარული ბაზარი, გურიის N35.

მოვაჭრე ი/მ მაია გელაშვილი; სურსათი- სველი აჯიკა; დამზადების თარიღი: 13.11.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა 20 დღე; დარღვევა - აღმოჩნდა საღებავი sudan I.; მისამართი: ქალაქი რუსთავი მე-16 მ/რ-ნი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

აღნიშნული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს მისი ბაზრიდან ამოღება/განადგურებას. ამასთან გაგრძელდება მოკვლევის პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში აკრძალული საღებავების ლაბორატორიულ კვლევას, ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიმდინარე წელს აღებულია 113 ნიმუში, საიდანაც მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა აკრძალული საღებავი. დარღვევების შემცირება განაპირობა სააგენტოს მიერ განხორციელებულმა რეგულაციებმა. კერძოდ, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევის შედეგებით, დარღვევების ძირითად წყაროს წარმოადგენს იმპორტირებული წითელი წიწაკა. რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლის ოქტომბრიდან, წითელი წიწაკის იმპორტის განხორციელებისას გამკაცრებული მოთხოვნები მოქმედებს. წითელი წიწაკის (დაფქული, დაღერღილი) თითოეულ პარტიას იმპორტის დროს (გარდა ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის და ისრაელის) თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით.

საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.

„სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქული წიწაკის ფერის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჯიკისა და წითელი წიწაკის ნიმუშებში აკრძალული საღებავები აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ნოემბერში, სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავის გამოვლენის მიზნით, 57 სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ნიმუში აიღეს. ნიმუშები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს.

მათივე ცნობით, ამოღებული პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს მისი ბაზრიდან ამოღება/განადგურებას.

„დახლზე მოვაჭრე ი/მ ლიანა ქობალია; სურსათი- აჯიკა; დამზადების თარიღი: 01/10/2024 წელი; ვარგისიანობის ვადა: 01/03/2025 წელი; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი Para Red; მისამართი: ქ. თბილისი, აგრარული ბაზარი, წინამძღვრიშვილის ქ N135

დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ქეთევან კილასონია; სურსათი-აჯიკა; დამზადების თარიღი: 11.11.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა- 6 თვე; დარღვევა-აღმოჩნდა საღებავი Para Red; მისამართი: ქ. სენაკი, აგრარული ბაზარი,რუსთაველის ქ. N180.

დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ხათუნა ფხაკაძე; სურსათი- დაღერღილი წითელი წიწაკა; დამზადების თარიღი: 18.10.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა: 04.2026 წელი; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი sudan I და Sudan IV; მისამართი: ქ. ოზურგეთი, აგრარული ბაზარი, გურიის N35.

მოვაჭრე ი/მ მაია გელაშვილი; სურსათი- სველი აჯიკა; დამზადების თარიღი: 13.11.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა 20 დღე; დარღვევა - აღმოჩნდა საღებავი sudan I.; მისამართი: ქალაქი რუსთავი მე-16 მ/რ-ნი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

აღნიშნული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს მისი ბაზრიდან ამოღება/განადგურებას. ამასთან გაგრძელდება მოკვლევის პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში აკრძალული საღებავების ლაბორატორიულ კვლევას, ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიმდინარე წელს აღებულია 113 ნიმუში, საიდანაც მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა აკრძალული საღებავი. დარღვევების შემცირება განაპირობა სააგენტოს მიერ განხორციელებულმა რეგულაციებმა. კერძოდ, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევის შედეგებით, დარღვევების ძირითად წყაროს წარმოადგენს იმპორტირებული წითელი წიწაკა. რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლის ოქტომბრიდან, წითელი წიწაკის იმპორტის განხორციელებისას გამკაცრებული მოთხოვნები მოქმედებს. წითელი წიწაკის (დაფქული, დაღერღილი) თითოეულ პარტიას იმპორტის დროს (გარდა ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის და ისრაელის) თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით.

საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.

„სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქული წიწაკის ფერის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის