მარგუს ცაჰკნა - პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ, მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ ქართველ ხალხს - ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელია

პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ქართველ ხალხს ატყუებდნენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ნიღბები ჩამოხსნილია და ეს უკვე რამდენიმე თვის წინ იყო აშკარა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც რეალურად ქართველ ხალხს არ სურს და ასევე, დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა, ეს საკითხი უკვე დავაყენეთ და კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ამას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომავალ შეხვედრაზე. ეს შემაშფოთებელია და აშკარაა, რომ იქ რუსეთს მეტი გავლენა აქვს და ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი არ ეთანხმება“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართველ ხალხს პრეზიდენტის სახით ლეგიტიმური ლიდერი ჰყავს.

„პრეზიდენტი ლეგიტიმური ლიდერია, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს და მისი სიტყვები ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. ბრალდებები, რომ ამ მასობრივი გამოსვლების უკან რაღაც პოლიტიკური მოძრაობები დგანან, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ქართველი ხალხია და დემონსტრაციები მიმდინარეობს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, ამიტომ მართალია, რომ ქართველი ხალხის 80% ევროკავშირისკენ გზას მხარს უჭერს. პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები უბრალოდ იტყუებიან. ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ, მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ისინი ქართველ ხალხს ატყუებდნენ და ეს არის რეაქცია, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელია“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის