გაბრიელიუს ლანდსბერგისი - 2010 წელს, როცა ბელარუსის მთავრობამ დემონსტრანტები დაარბია, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც იყენებდა - საქართველოზეც მსგავს ნაბიჯზე უნდა ვიფიქროთ

2010 წელს, როდესაც ბელარუსის მთავრობამ დემონსტრანტები დაარბია, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა იყენებდა და ვფიქრობ მსგავს ნაბიჯზე საქართველოსთან დაკავშირებითაც უნდა ვიფიქროთ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„2010 წელს, როდესაც ბელარუსის მთავრობამ მინსკში, დემონსტრანტების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები მიიღო, ისინი სასტიკად დაარბია, მაშინ ემბარგო დაწესდა, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა. ვფიქრობ, დროა ვიფიქროთ მსგავს ნაბიჯზე, თუ მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ დასავლურ აღჭურვილობას იყენებს, რატომ უნდა გავიტანოთ ის ექსპორტზე?“- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა

ცნობისთვის, გუშინ, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს