The Wall Street Journal - ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ალ-ასადს სირიის დატოვებისკენ მოუწოდეს

ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ალ-ასადს სირიის დატოვებისკენ მოუწოდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal სირიელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემას სირიელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ სირიის პრეზიდენტის მეუღლე და შვილები რუსეთში გაემგზავრნენ, ხოლო თავად ბაშარ ალ-ასადი სირიაში იმყოფება.

ვაშინგტონში იორდანიის საელჩოში WSJ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, სირიელი ამბოხებულები, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით, დასავლეთ სირიაში ქალაქ ჰომსს მიუახლოვდნენ.

სირიელი ამბოხებულების ცნობით, ალეპოს, ჰამასა და დეირ-ელ-ზორის შემდეგ ქალაქები დარა და ელ-კუნეიტრა აიღეს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო