ნონა ქურდოვანიძე - წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით არ აქვს დაწყებული

წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით დაწყებული არ აქვს, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, საია-ში 320-მდე შეტყობინებაა შესული.

“წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით არ აქვს დაწყებული.

320-მდე შეტყობინებაა შესული მათთან და გამოძიება დაწყებული აქვთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით.

ამ დრომდე არცერთი პირის მიმართ არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო