თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდასაჭერად მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდასაჭერად მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ.

მსახიობ ნინო კასრაძის განცხადებით, ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

მსახიობის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, ანდრო ჭიჭინაძე ციხეში გაუშვან.

„ეს არ ეხება მხოლოდ იმას, ევროპაში გვინდა წასვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი სახელმწიფო გვინდა, სადაც არ იქნება ასეთი ძალადობა, სადაც არ იქნება ასეთი ძალადობრივი მეთოდები, ახალგაზრდებს ცხოვრება უნდათ და დამერწმუნეთ, მშვიდი და წყნარი ცხოვრება უნდათ.

ის ვიცი, რომ წარმოუდგენელია, ანდრო ჭიჭინაძე ციხეში დარჩეს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ამათგან ყველაფერს ველოდები, მაგრამ მისი ციხეში გამოკეტვა ისეთი დანაშაულია, ვერ გეტყვით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კასრაძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო