ვანო ჯავახიშვილი - დღეს აქციაზე დგომა ხელისუფლებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულია

დღეს აქციაზე დგომა ხელისუფლებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ იუმორისტმა ვანო ჯავახიშვილმა განაცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობებთან და სხვა ხელოვანებთან ერთად იმყოფება იმ პირების მხარდასაჭერად, რომელთა სასამართლო პროცესიც ახლა უნდა გაიმართოს.

„უბრალოდ, ვისაც ეწევიან და იჭერენ, ისინი მოჰყავთ. შეხედეთ, რა ამბავია?! ეს ნორმალურია? სამართალი ამ ქვეყანაში არც არსებობს, კი ვდგავართ, სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ხალხს, ამიტომ მოვედით, მაგრამ ხომ ვიცით, ეს რა შენობაა. სასამართლო დარბაზების კარები ღიაა, ერთი პოლიციელი შედის ერთში, მერე მეორეში შევა - ერთი და იგივე ბრალით და ერთი და იგივე ჩვენებით“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდასაჭერად მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები