Reuters - სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა

სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მმართველმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

მანამდე, კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო