მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ოპოზიცია მაშველ რგოლად მიიჩნევს, რომ საქართველოში მოასწრონ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხულია

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოასწრონ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება, ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 16-17 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სხდომებს, სადაც სავარაუდოდ, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება უნდა განიხილონ

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის „შეჩერება არის გამორიცხული რამ“.

„ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაყენება იმდენად სპეკულაციურია, რომ გარდა იმ ვერსიისა, რომელიც არსებობს, სხვა საფუძველი ამას არ აქვს. ეს ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან „ნაცაგენტურის“ წარმომადგენლები იხვეწებიან, რომ არანაირი მაშველი რგოლი, არც ზელენსკის სანქციები, არც აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება არ არის მთავარი და ღირებული, რამდენად ღირებული შეიძლება იყოს - საუბრის დაწყებაც კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. მათ იციან, რომ 4 სამართლებრივი საფუძველი, რომელთაგანაც არც ერთი ბუნებაში არ არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოსთან დაკავშირებით მით უმეტესს არ არსებობს, ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა,ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა, სამართლებრივი პრეცედენტი რომ ყოფილიყო იქაც კი არ დაუშვეს და ამ შემთხვევაში ამ 4 სამართლებრივი საფუძვლიდან არც ერთი არსებობს ე.ი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული რამ.

მაგრამ საუბრის და საკითხის დაწყებას წინ არაფერი უდგას და ამას ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოასწრონ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება, ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა. შესაბამისად, რამდენად სპეკულაციურია ყველა ხვდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის