ქართველ მუსლიმთა წინამძღვარი სამართალდამცავებს - ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ

ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ, თავიანთ მომავალს იცავენ და საქართველოს სადარაჯოზე დგანან, - ასე მიმართა ქართველ მუსლიმთა წინამძღვარმა ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულ სამართალდამცავებს.

სასულიერო პირმა პოლიციელებს სთხოვა, ახალგაზრდებზე ხელი არ აწიოს.

„მე, როგორც ქართველი მუსლიმი წინამძღვარმა მინდა გთხოვოთ, რომ არ იძალადოთ ჩვენს ახალგაზრდებზე. თქვენც და ჩვენც ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ყველანი ქართველები ვართ და ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული და გაერთიანებული, ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ, თავიანთ მომავალს იცავენ და საქართველოს სადარაჯოზე დგანან“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი