კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრებს თავს უცნობი პირები დაესხნენ - ნაცემია ორი პირი, მათ შორის კობა ხაბაზი

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრებს თავს უცნობი პირები დაესხნენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ბიზნესცენტრში, სადაც პარტიის ოფისია განთავსებული, ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ, რომლებიც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნაცემებს შორისაა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.

მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ბიზნესცენტრში შესულ პირებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა