სირიელი მეამბოხეები - დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია

სირიელი მეამბოხეების განცხადებით, დედაქალაქი დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დამასკოში მდებარე შტაბ-ბინა დატოვეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან თვითმფრინავით გაფრინდა.

BBC-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცნობილი საიდნაიას ციხიდან - სადაც ასადის მოწინააღმდეგეებს აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, ათასობით პატიმარი გაათავისუფლეს.

სირიის ოპოზიციის ლიდერმა, ჰადი ალ-ბაჰრამ, რომელიც სირიის რევოლუციისა და ოპოზიციის ძალების ეროვნულ კოალიციას ხელმძღვანელობს, Al-Arabiya-ს განუცხადა, რომ ასადის რეჟიმი დაეცა და რომ "სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა". მისი მტკიცებით, დამასკოში სიტუაცია უსაფრთხოა.

„არ იქნება შურისძიების ან შურისძიების შემთხვევები და ადამიანის უფლებების დარღვევა. ხალხის ღირსება იქნება დაცული“, - აღნიშნა ჰადი ალ-ბაჰრამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო