გია ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ იზოლაცია გრძელდება - პარიზში, ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიშანსვეტის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალზე არალეგიტიმური „ოცნება“ მიწვეული არ იყო

„ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება - გუშინ, პარიზში ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიშანსვეტის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალი იყო, სადაც არალეგიტიმური „ქართული ოცნება“ მიწვეული არ იყო, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რეგიონის ლიდერებს უკვე ესაუბრება, თუმცა მას კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ არ ჰქონია.

„ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება. გუშინ, პარიზში იყო ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიშანსვეტის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალი, სადაც არალეგიტიმური „ქართული ოცნება“ მიწვეული არ იყო. იქ იმყოფებოდა ლეგიტიმური პრეზიდენტი. ის ტყუილები, რომელსაც ასაღებდნენ საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, ასევე, აღმოჩნდა, რომ ტყუილია. არჩეული პრეზიდენტი ტრამპი უკვე უკავშირდება რეგიონის ლიდერებს. ის უკვე ტელეფონით ელაპარაკა რეგიონის რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერს. არჩეულ პრეზიდენტს ტრამპს არანაირი კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ არ ჰქონია“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ჯაფარიძე გამოეხმაურა, გუშინ, „ტვ პირველის“ ოპერატორზე, გიორგი შეწირულზე და ჟურნალისტზე, მაკა ჩიხლაძეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანების თავდასხმას. ჯაფარიძემ „პროპაგანდისტულ მედიაში დასაქმებულ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ საქართველოს მოქალაქეების გვერდით დადგნენ“.

„ის, რაც საქართველოში ხდება არის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. ამ მედალს ორი მხარე აქვს, მედლის ერთ მხარეს არის ქართველი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ივანიშვილი, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ეს მეორე მხარე არის ის პროპაგანდისტული მანქანა, რაზეც ეს რეჟიმი დგას. ამ პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი არის ტელევიზია „იმედი“, რომელიც გუშინაც კი როცა ქართველ ჟურნალისტებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ეს ტელეკომპანია და პროპაგანდისტული მანქანის სხვა ჭანჭიკები აგრძელებდნენ ურცხვად, იმ ტყუილის და რუსული პროპაგანდის გაყიდვას, რასაც მანამდე აკეთებდნენ. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ჟურნალისტებს, მათ შორის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც პროპაგანდისტულ მედიაში არიან დასაქმებულები, საქართველოს მოქალაქეების გვერდით დადგნენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის