მედიის სოლიდარობის აქციაზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილმა ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა გზა გადაკეტეს

მედიის სოლიდარობის აქციაზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილმა ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა გზა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეკრების მიზანია, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ მედიის იმ წარმომადგენლების ფოტოები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მოამბის“ წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა აქციაზე განუცხადა, გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ყოვლად მიუღებელი.

„ჩვენ ვიხილეთ სისასტიკე, წამება. ეს კრიმინალიც აღარ არის, ეს კრიმინალზე უფრო მეტია. ეს არის იმის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება გაღვივდეს. არა მარტო ჟურნალისტებზე თავდასხმა ვიხილეთ, არამედ სხვა ადამიანებზეც თავდასხმა. ნაცემი პოლიტიკოსი ვიხილეთ, ასევე, თავგატეხილი, დასისხლიანებული მსახიობი.

აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება, აუცილებელია საზოგადოება დადგეს და დაიწყოს ლაპარაკი. აქამდე მივედით იმით, რომ არ ვლაპარაკობთ. არ არის დებატები, დისკუსიები. აუცილებელია, არა პოლიტიკოსებმა, ან რომელიმე ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, არამედ საზოგადოებამაც დაიწყოს [საუბარი]“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები