ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ომში 43 000 ჯარისკაცი დაკარგა - ომი მხოლოდ ფურცლით და რამდენიმე ხელმოწერით არ სრულდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, ომის დაწყების შემდეგ, 43 000 ჯარისკაცი დაკარგა.

„მე ვთქვი [საფრანგეთში], რომ გვჭირდება სამართლიანი და ძლიერი მშვიდობა, რომელსაც რუსები რამდენიმე წელიწადში არ დაანგრევენ, როგორც ეს უკვე გააკეთეს. ჩვენი ხალხი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ სახლს და ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი მოქალაქეების ყოველი სიცოცხლე ჩვენთვის ღირებულია. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ ბრძოლის ველზე 43 000 ჯარისკაცი დაკარგა. დაფიქსირდა დაჭრილთა დახმარების გაწევის 370 ათასი შემთხვევა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის დანაკარგები 750 000-ს აღემატება, აქედან დაღუპულია 198 000 ადამიანი, 550 000-ზე მეტი კი დაიჭრა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ომის მხოლოდ ერთი ფურცლით და რამდენიმე ხელმოწერით დასრულება შეუძლებელია.

„როდესაც ვსაუბრობთ რუსეთთან ქმედით მშვიდობაზე, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ მშვიდობის ქმედით გარანტიებზე. უკრაინელებს მშვიდობა ყველაზე მეტად სურთ. ჩვენს მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და სწორედ რუსეთს სურს მშვიდობის შესაძლებლობის ჩაშლა. ეს არ სრულდება მხოლოდ ფურცლით და რამდენიმე ხელმოწერით და გარანტიების შეწყვეტილი ცეცხლი შეიძლება ნებისმიერ დროს აალდეს, როგორც ეს უკვე გააკეთა პუტინმა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელები აღარ დაიღუპონ, აუცილებელია მსოფლიოს სანდოობის გარანტია და ოკუპაციაზე თვალის არ დახუჭვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ყველა პარტნიორთან საუბრობს რეალურ მშვიდობაზე და იმ ნაბიჯებსა და გარანტიებზე, რაც ამისთვის სჭირდება ხალხს და სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა.

„ომი არ უნდა იყოს უსასრულო, მხოლოდ მშვიდობა უნდა იყოს მუდმივი და საიმედო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინამ ომში 400 000 ჯარისკაცი დაკარგა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო