გიორგი კვირიკაშვილი - ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

მისივე თქმით, თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება „სრულიად სხვაგვარი ქვეყანა იქნება“.

„ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება; და სულ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, არც აგრესიის ობიექტი ჟურნალისტების დამოუკიდებლობის ხარისხს და არც ამა თუ იმ პოლიტიკოსის დამოკიდებულებას დაზიანებული ჟურნალისტების მიმართ.

თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ!“, - წერს კვირიკაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები