კახა კალაძე -  მიმდინარე წელი გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენების გამარჯვებების სიხარულით და საახალწლო გზავნილიც იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“!

2024 წელი გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენების და სხვა სფეროს წარმომადგენლების გამარჯვებებით, რის გამოც საახალწლო სლოგანი იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი!“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კალაძის თქმით, მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით.

„მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს.

ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში - ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარაოლიმპიელების გამარჯვებები, UFC-ის ორი ჩემპიონი, სპორტის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული ისტორიული შედეგები. წარმატებები გვქონდა, არა მხოლოდ სპორტში, სულ ახლახან, მაგალითად, პატარა ანდრია ფუტკარაძემ გაახარა საქართველო და მოუტანა მას საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მაგარია.

ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი!“. ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს