გიორგი ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე იბარებს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

სამართალდამცველებმა ვაშაძეს უწყება დაუტოვეს და განუმარტეს, რომ თუ საგამოძიებო უწყებაში არ მივა, ამ შემთხვევაში ისინი მიმართავენ სასამართლოს, რათა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან ვარ. გუშინ გირეკავდით... უწყება მოგიტანეთ მოწმის სახით უნდა გამოგკითხოთ პოლიციაში. გამოძიება უკვე დაწყებულია და საქმე აქციებს ეხება. მუხლი გულისხმობს, ჯგუფურ ძალადობას, მისი ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოწმის სახით უნდა გამოგკითხოთ“, - მიმართა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა გიორგი ვაშაძეს.

ვაშაძემ პოლიციას მიმართა, რომ "უკანონო დავალებას ნუ ასრულებენ", გამოკითხვაზე მისვლას კი ვაშაძე არ აპირებს.

„მე არ ვაპირებ მოსვლას. მე მაქვს უფლება აქ არ მოვიდე. უკანონო დავალებებს ნუ ასრულებთ. კრიმინალურ პოლიციას არ წარმოადგენთ? გუშინ, კრიმინალი რომ მოხდა, რა გააკეთეთ? გუშინ, აქციაზე ხალხი, რომ სცემეს რა გააკეთეთ?

დაანებეთ რეჟიმის მსახურებას თავი! კრიმინალურმა პოლიციამ კრიმინალს უნდა ებრძოლოს და არა აქ მოვიდეს. ნამდვილი დანაშაული გამოიძიეთ. ხალხის მხარეს გადმოდით, სანამ დრო გაქვთ“, - მიმართა ვაშაძემ სამართალდამცველებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის