აქტივისტ რევაზ კიკნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობისა დაა მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის განცხადებით, პოლიციელები აქტივისტს აიძულებდნენ, ცრუ ჩვენება მიეცა.

„ლისზე აიყვანეს და იქ იძალადეს მასზე. პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ ახლა ტრაქტორს მოვიყვანთ, ამოვთხრით და დაგმარხავთ აქ. ყველაფერი თქვი, დაასახელე ადამიანები. ვიცით, რომ ყოველდღე 500 ლარს გიხდიდნენ. ეს ყველაფერი უნიღბო პოლიციელებმა ჩაიდინეს და მათი იდენტიფიცირება მას შეუძლია“, - განაცხადა მისმა ადვოკატმა "ტვ პირველთან".

შეგახსენებთ, რომ აქტივისტი, რევაზ კიკნაძე უკვე მესამე დღეა შიმშილობს, მას დღეს სხდომათა დარბაზში სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში დააკავეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები