დონალდ ტრამპი კითხვაზე: შემცირდება თუ არა უკრაინის დახმარება - ალბათ, რა თქმა უნდა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას შეიძლება აშშ-ის დახმარება შეუმცირდეს მას შემდეგ, რაც ის ფიცს დადებს.

დონალდ ტრამპმა შესაბამისი განცხადება NBC News-თან ინტერვიუში გააკეთა.

კერძოდ, კითხვაზე, უნდა მოემზადოს თუ არა უკრაინა შეერთებული შტატების მხრიდან ნაკლები დახმარებისთვის თქვენი ფიცის დადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ჰო. ალბათ. რა თქმა უნდა“.

ამასთან, ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის 24 საათში დასრულების პირობა დადო, მან უპასუხა: „ვცდილობ“.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის.

„ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ შორის არის პატარა რამ, რომელსაც ოკეანე ჰქვია", - აღნიშნა ტრამპმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო