რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს. რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან გადიან სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც.

მოგვიანებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები დაიწყეს. ჩამოხსნეს დემონსტრაციებისას დაშავებული და ნაცემის ადამიანების ფოტოები და საპროტესტო პლაკატებიც, რომლებიც მანამდე ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო