ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა „რამშტაინის“ შეხვედრის დაგეგმვაზე ისაუბრეს

აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებასა და აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ისაუბრეს, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მდივანმა ოსტინმა აცნობა მინისტრ უმეროვს აშშ-ის უსაფრთხოების შესახებ დახმარების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ის შესაძლებლობები, რომელიც უკრაინას რუსული აგრესიასთან საბრძოლველად სჭირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პენტაგონის ინფორმაციით, მხარეებმა მათ ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის დაგეგმვა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უწყვეტი ძლიერი მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატში დეკემბერშია დაგეგმილი და ის, შესაძლოა, ლიდერების დონეზე ჩატარდეს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო