შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნითა და კომპეტენციებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რომლებიც კონკურენციაში შევლენ პიარის ინდუსტრიაში. პროგრამა სტუდენტებს უვითარებს უნარ-ჩვევებს, თუ როგორ და რა სტრატეგიებით ჩამოაყალიბონ ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ნდობა, ლოიალობა, შეაფასონ საზოგადოებრივი დამოკიდებულება და შექმნას გრძელვადიანი კეთილგანწყობა. შეიმუშაონ/მართონ ეფექტური კომუნიკაცია და კამპანიები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლის სექტემბერში მიიღებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები