ლოიდ ოსტინი - რუსეთმა პუტინის უგუნურებისთვის საოცარი ფასი გადაიხადა - 2022 წლის თებერვლიდან 200 მილიარდ დოლარზე მეტი გაანიავა და მისმა დანაკარგებმა სულ მცირე 700 000 ჯარისკაცი შეადგინა

რუსეთმა პუტინის უგუნურებისთვის საოცარი ფასი გადაიხადა - 2022 წლის თებერვლიდან 200 მილიარდ დოლარზე მეტი გაანიავა და მისმა დანაკარგებმა სულ მცირე 700 000 ჯარისკაცი შეადგინა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომის პირველ წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე დანაკარგები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მის ყველა კონფლიქტში ერთად.

ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინას 57 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პირდაპირი დახმარება გაუწია.

„საკონტაქტო ჯგუფმა ხელი შეუწყო იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც თავის დასაცავად და რუსული აგრესიის შესაჩერებლად სჭირდება. უკვე 24-ჯერ მოვიწვიე საკონტაქტო ჯგუფი. მისმა სხვა წევრებმა უკრაინისთვის, პირდაპირი დახმარების სახით, 57 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს“, - აღნიშნა ოსტინმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს