„საქპატენტს“ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოზარდების ვიზიტი გასვლითი, შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსწავლეებს „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ უმასპინძლა. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სოსო გიორგაძემ მოზარდებთან ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მოსწავლეები გაეცნენ როგორც ინტელექტუალური საკუთრების ზოგად საფუძვლებს, ისე „საქპატენტის“ საქმიანობას, მოისმინეს პრეზენტაციები სასაქონლო ნიშნის, პატენტისა და გეოგრაფიული აღნიშვნების არსის შესახებ.

„საქპატენტის“ თავმჯდომარემ მოსწავლეებს თანამედროვე, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს რეგისტრირებული უნიკალური ქართული პროდუქტების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ასევე, ამ მიმართულებით „საქპატენტის“ საქმიანობის წარმოჩენასა და საზოგადოებაში უწყების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

„მწვანე სკოლის“ მოზარდები „საქპატენტს“ კლასის დამრიგებელთან ირინა გაგოშიძესთან ერთად ესტუმრნენ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ორგანიზაციის საგამოფენო სივრცე და მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები, მათ შორის, „საქპატენტის“ პოლიგრაფიაში დაბეჭდილი საბავშვო ზღაპრები ინტელექტუალური საკუთრებს ობიექტების შესახებ და კომიქსები: „საავტორო უფლებები“, „პატენტები“ და „სასაქონლო ნიშნები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა