დიმიტრი ხუნდაძე - აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ, რატომ არ გადიან აქციაზე - ისინი ბულინგს არ დაექვემდებარნენ

ამ დღეების განმავლობაში აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ - სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მცხეთელები არ გამოდიოდნენ აქციაზე, ანუ, მათ არ აინტერესებდათ სამშობლოს ბედი და ა.შ. სხვათა შორის, ამ ბულინგის არც ერთი ავტორი თავად მცხეთელი არ იყო, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ მცხეთელები, რომლებიც ყოველ დილას ეკლესიის სამრეკლოს ზარების რეკვაზე იღვიძებენ და სვეტიცხოვლის, დედათა მონასტრისა და ჯვრის მონასტრის ჩრდილქვეშ ცხოვრობენ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ და რწმენაზე თავდასხმასა და სამშობლოს ომში გახვევას მხარს უჭერდნენ. სწორედ ამიტომაც, ისინი ბულინგს არ დაექვემდებარნენ და აქციებს არ შეუერთდნენ.

„მე წარმოვადგენ მცხეთას - იქ დავიბადე და გავიზარდე და მინდა მცხეთელებს მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ სულ რამდენიმე კაცმა გაისეირნა სასტვენებით ხელში მცხეთაში და მათში არცერთი ადგილობრივი არ იყო. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მცხეთელები, რომლებიც ყოველ დილას ეკლესიის სამრეკლოს ზარების რეკვაზე იღვიძებენ და სვეტიცხოვლის, დედათა მონასტრისა და ჯვრის მონასტრის ჩრდილქვეშ ცხოვრობენ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ და რწმენაზე თავდასხმასა და სამშობლოს ომში გახვევას მხარს უჭერდნენ. მცხეთა იყო ის ადგილი, სადაც ხშირად საქართველოს ბედი წყდებოდა, სადაც მეფეთა საძვალეა განთავსებული. შესაბამისად, აქ მაღალი პასუხისმგებლობაც არსებობს.

მინდა, როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ბულინგს არ დაექვემდებარნენ, ასევე, ეს ბევრმა შეძლოს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა