ლაშა ხუციშვილი - მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ს სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ

მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ს სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში განხილვის ეტაპზეა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დამატებული ღირებულების გადასახადის ჯამური მოცულობიდან, 19%-ის ნაცვლად 20% მუნიციპალურ ბიუჯეტებში მიიმართება.

„აღნიშნული ცვლილებით, მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ს სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ. მათი კუთვნილი დღგ-ს მოცულობა, ჯამურად, 2 მილიარდ 34 მილიონი ლარი იქნება, რაც 2024 წლის გეგმურ მაჩვენებელზე 300 მილიონი ლარით მეტია. გარდა ამისა, 580 მილიონი ლარია გათვალისწინებული ქალაქ თბილისის ტრანსფერის სახით, რომლის ფარგლებში დედაქალაქის მერია გეგმავს ახალი პროექტების დაწყებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებისთვის გათვალისწინებულია 65 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 760 მილიონი ლარის ოდენობითაა განსაზღვრული. აღნიშნული თანხიდან 90 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული ქალაქების - ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის კაპიტალური პროექტებისთვის, რაც ასევე სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტი პირველად ითვალისწინებს ახალ პროგრამას - ახალ ფონდს, რომელიც მიიმართება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის და მისი მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება