დიმიტრი პესკოვი - აფხაზეთთან საინვესტიციო შეთანხმებისა და სოციალური დაფინანსების საკითხების განხილვას ვაგრძელებთ

აფხაზეთთან საინვესტიციო შეთანხმებისა და სოციალური დაფინანსების საკითხების განხილვას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დოკუმენტის თემა (შეთანხმება რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ), რომელიც მომზადდა, აფხაზეთის პარლამენტის რეაქცია ამ დოკუმენტსა და ყველა სხვა საკითხზე, ეხება აფხაზეთში მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას, ჩვენი დახმარების გაგრძელებას, ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენს აფხაზ მეგობრებთან მუდმივად განვიხილავთ. ამის შესახებ დისკუსიებს ვაგრძელებთ“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს სოციალური დაფინანსების განახლების თხოვნით მიმართა, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს 1-ელი სექტემბრიდან შეუჩერა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს