ნაძალადევის რაიონში N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ნაძალადევის რაიონში, ლაითურის ქუჩაზე, თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საბავშვო ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 400 აღსაზრდელს მოემსახურება.

„ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო. ეს არის N43 საბავშვო ბაღი, რომლის ძველი შენობის დემონტაჟი განვახორცილეთ და ახალი პროექტი დავიწყეთ. აღნიშნული ბაღის აღსაზრდელები დროებით სხვა ბაღში გადავიყვანეთ. მომავალი წლისთვის პროექტი დასრულებული იქნება და პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, ბაღის ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საბავშვო ბაღი იყოს მოწესრიგებული, რეაბილიტირებული, განახლებული; იყოს სისუფთავე, გამართული ინფრასტრუქტურა და ყველანაირი პირობა პატარებისთვის. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გასულ წლებში 15 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი განხორციელდა, მათ ადგილას კი ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, რაც საშუალებას გვაძლებს, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მივცეთ სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალში კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს