იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტით, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური განისაზღვრება 100 ლარით, ნაცვლად 30 ლარისა. ასევე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური შესაბამისი აქტის შედგენით განისაზღვრება 130 ლარით, ნაცვლად 60 ლარისა.

გარდა ამისა, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური იქნება 130 ლარი, ნაცვლად 50 ლარისა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს