ანაკლიაში სკვერის - „აფხაზეთის კუთხე“ მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა და შპს Anaklia Ganmuhuri Resort-ს ერთობლივი ორგანიზებით, ანაკლიაში სკვერის - „აფხაზეთის კუთხე“ მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა წოწერიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ნინო ვიბლიანთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა და სიმბოლურად ნერგები დარგო.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე, ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა და შპს Anaklia Ganmuhuri Resort-ს შორის სკვერის - „აფხაზეთის კუთხე“ მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა.

სკვერის მოწყობის მიზნით, ეკონომიკური პროგრამების სააგენტომ შპს Anaklia Ganmuhuri Resort-ს 100 ელდარის ფიჭვისა და 50 ტუიას ნერგები გადასცა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ თანამშრომლებსა და შპს Anaklia Ganmuhuri Resort-ს, რომელთაც უდიდესი ძალისხმევა გაწიეს ამ საოცარ სილამაზეში, ანაკლიაში სკვერის მოწყობის საქმეში. ასეთი განწყობით ძალიან მალე შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა