არასამთავრობოები - აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ - გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ინფორმაციით, მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში დაუსაბუთებლად იბარებენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ უმრავლესობას საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი აქვს. როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნის გავლით

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ღონისძიების გამოყენება, ამ პირებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების პარალელურად, დაუსაბუთებელია და უნდა შეწყდეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ბოლო დღეებში შემოსული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ. შესამჩნევია, რომ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ურეკავენ და დეპარტამენტში დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. დეპარტამენტის თანამშრომლები მათ არ უმარტავენ დაბარების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, მათ უმრავლესობას აქვს საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი.

პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნის გავლით.

მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევება არ შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. მიგვაჩნია, რომ ამ ღონისძიების გამოყენება, ამ პირებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების პარალელურად, დაუსაბუთებელია და უნდა შეწყდეს.

მიგრაციის დეპარტამენტში დაბარების შემთხვევაში, შეგიძლიათ:

მოითხოვოთ განმარტება - რა მიზნით ხდება თქვენი ადმინისტრაციულ ორგანოში დაბარება; მოითხოვოთ ოფიციალური უწყების წერილობითი ფორმით გამოგზავნა;

დაუკავშირდეთ თქვენი ქვეყნის საკონსულოს/საელჩოს საქართველოში;

დაუკავშირდეთ ადვოკატს და მიიღოთ სამართლებრივი დახმარება“,-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს შემდეგი ორგანიზაციები:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“,

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“,

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“,

„უფლებები საქართველო“,

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“,

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“,

„უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“,

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“,

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო