გიორგი შარვაშიძის პრემიის 2024 წლის ლაურეატთა დაჯილდოება გაიმართა

ვ. არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2024 წლის ლაურეატთა დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი შარვაშიძის 2024 წლის პრემია მიენიჭათ აფხაზ დავით (ბოდღო) ემუხვარს - სიკვდილის შემდეგ, გამოქვეყნებული პუბლიკაციებისთვის, მხატვარ ამირან კუპრავას - ფერწერული ტილოებისთვის, თამარ ბართაიას - რომანისთვის „ფერფლი“, მწერალ თეა თოფურიას - წიგნისთვის „იაკობის ჭა“.

ლაურეატებს დიპლომები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ გადასცა.

„გიორგი შარვაშიძე აფხაზი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ვაჟი იყო. ის აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა და ქართველ ეროვნულ მოღვაწეებთან ერთად აფხაზურ-ქართული ურთიერთობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ქართველი თანამოაზრენიც გიორგი შარვაშიძეს „აფხაზ და ქართველ მწერლად“ მოიხსენიებდნენ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სახელობის პრემიის არსებობა და საპატიოა მისი ლაურეატობა“, - განაცხადა დავით მორგოშიამ.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია 1995 წელს დაწესდა. ორ წელიწადში ერთხელ ცხადდება და ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკისა და ხელოვნების დარგში შექმნილ, განსაკუთრებული ეროვნული ღირებულებების მქონე ნაწარმოებს (ნაშრომს).

დაარსებიდან დღემდე გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია მიენიჭა ათეულობით ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, მუსიკოსს, მეცნიერს, მხატვარსა თუ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს.

დაჯილდოების ცერემონიას გიორგი შარვაშიძის პრემიის კომისიის წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა