ანა დოლიძე - ოპერაცია ,,ბაიონეტის" მსგავსი გაკეთდება საქართველოში და ყველა პასუხს აგებს, ვინც ,,სისხლიანი დეკემბერი" მოაწყო

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ყველა, ვინც ჩართულია მშვიდობიანი აქციების „დარბევაში, აუცილებლად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული“.

ანა დოლიძის განცხადებით, ყველა პასუხს აგებს, ვინც ,,სისხლიანი დეკემბერი მოაწყო“.

"არის ჭორები იმის შესახებ, რომ ხდება ,,ქართული ოცნების" მხრიდან ბანდფორმირებების შექმნა და სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. მინდა, მათ შევახსენო, რომ ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული და ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალს. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ხალხს საერთაშორისო დონეზე პასუხი ვაგებინო. მინდა გაგახსენოთ ,,ბაიონეტი", [ღვთის რისხვა] ოპერაცია, რომელიც ისრაელში გოლდა მეიერმა ჩაატარა. ,,ბაიონეტის" ამოცანა იყო, ვინც მიუნხენში ტერორისტული აქტი ჩაიდინა ისრაელი სპორტსმენების მიმართ, ყველა ეპოვათ და პასუხი ეგოთ. აი, ასე ვაგებინებთ ყველას პასუხს სამართლებრივად, ვინც ჩაიდინა დანაშაული და მოაწყო სისხლიანი დეკემბერი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს