ალექსანდრე სირსკი - პოკროვსკის მიმართულებით უკიდურესად სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს

პოკროვსკის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებთან სასტიკი ბრძოლები გრძელდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება თავდაცვის სტაბილურობის გაზრდისა და დამპყრობლების უფრო ეფექტური განადგურების მიზნით.

„ბრძოლა უკიდურესად სასტიკია ხასიათისაა. რუსი დამპყრობლები ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარისკაცების თავდაცვის ხაზი. უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცე გამძლეობას ავლენენ და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს“, - აღნიშნა სირსკიმ.

ცნობისთვის, პროექტ DeepState-ის თანახმად, რუსული ძალები ქალაქ პოკროვსკის გარეუბანიდან მხოლოდ სამი კილომეტრის მოშორებით არიან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს