ვიქტორ სანიკიძე - ყველაზე კარგი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას მხრიდან, რომ გამოხტომებს, ფაშიზმს არ მიაქციოს ყურადღება და აკეთოს თავისი საქმე

ერთი მხრივ, ადამიანს მოუწოდებენ, რომ აუცილებლად დააფიქსიროს თავისი აზრი, ოღონდ ისეთი, რაც მათთვის იქნება მისაღები და არა ის, რასაც ადამიანი გულწრფელად გამოხატავს. ზოგადად, მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და მართლა ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ სანიკიძემ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებების მიმართ კრიტიკა.

სანიკიძის განცხადებით, კვარაცხელიასთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ ის ყურადღებას არ მიაქცევს მსგავს „გამოხტომებს“ და გააგრძელებს საკუთარი საქმის კეთებას, „ლიბერალური ფაშიზმის“ ავტორებს კი, მისი თქმით, ბოლოს, პასუხი გაეცემათ.

„რანაირ ევროპულობაში ჯდება განსხვავებული აზრის მიუღებლობა ზოგადად. ადამიანს ამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ამხელა სპორტსმენია და იმის ნაცვლად, რომ თავის საქმეს აკეთებდეს, იმედია, არ კითხულობს ამ ყველაფერს და აიგნორებს. ყველაზე კარგი იქნება მისი მხრიდან, ასეთ გამოხტომებს, ასეთ ფაშიზმს არ მიაქციოს ყურადღება და აკეთოს თავისი საქმე - ის, რასაც ძალიან მაგრად აკეთებს. ამ ყველაფერს, ბოლოს, რა თქმა უნდა, გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი