წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა

წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში ადგილობრივი და დევნილი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი დიპლომები და თასები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ და ნოდარ მათიაშვილის ოჯახის წევრებმა გადასცეს.

„მსგავსი ტურნირების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდა თაობამ იცოდეს იმ გმირთა სახელები, რომლებიც სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას შეეწირნენ“, - განაცხადა დავით მორგოშიამ.

მათი ცნობით, ნოდარ მათიაშვილი 1959 წელს წყნეთის იმ უბანში დაიბადა, სადაც საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ახლახან კი მისი სახელობის სკვერიც გაიხსნა.

„ნოდარ მათიაშვილი 1993 წელს აფხაზეთში, ლაბრასთან საომარი მოქმედებებისას, თანამებრძოლის დახმარების დროს, სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და წამებით მოკლეს.

სიკვდილის შემდეგ იგი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ტურნირი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა