პაატა მანჯგალაძე - მანქანასთან 4 ადამიანი დამხვდა, განსაკუთრებით 2 პიროვნება აქტიურობდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ იყო საქართველოში, შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური გაწევ-გამოწევა

მანქანასთან 4 ადამიანი დამხვდა, განსაკუთრებით კი 2 პიროვნება აქტიურობდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ იყო საქართველოში, შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური გაწევ-გამოწევა, შემდეგ ერთ-ერთმა თქვა - შეიძლება იარაღი ჰქონდეს, ყოფილი პარლამენტარია და სხვა დროს ვნახოთო - და გამეცალნენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მაჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირები, რომლებიც მანქანასთან დახვდნენ „ტიტუშკებს“ წააგავდნენ და მათი ამოცნობა შეუძლია.

„მათი ამოცნობა შემიძლია, ასევე გზაზე, სადაც გაიარეს, არის კამერები და დაფიქსირებულები იქნებიან, ნიღბები არ ეკეთათ. ჩემი მეზობლები არ იყვნენ, იყვნენ აგრესიულები, წააგავდნენ ე.წ. „ტიტუშკებს“.

არ ვიცი შეიძლება შემთხვევითაც მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მანქანასთან იდგნენ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები