ნიკა გვარამიას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში, ნატო ჩხეიძესა და მის პარტიას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, საგადასახადო დავალიანების ნაწილი ჩამოეწერათ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში, ნატო ჩხეიძესა და მის პარტიას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ საგადასახადო დავალიანების ნაწილი ჩამოეწერათ.

ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამასთან, როგორც ის ამბობს, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ საბუღალტრო დოკუმენტაცია ოფიციალურად გადმოიბარა.

ნატო ჩხეიძემ და მისმა ამფსონებმა „ქოცებს“ იუსტიციის საბჭოს წევრები აარჩევინეს. რატომ მისცა ივანიშვილის კანდიდატს ნატო ჩხეიძემ და მისმა ამფსონებმა ხმა, ეს უკვე პარტიის დაფუძნების მერე აღმოვაჩინე. დოკუმენტურად აღმოვაჩინე. საზოგადოებისთვის ალბათ ცნობილია, რომ საარჩევნო ნომერი 4 - ის გამო ჩვენ გადავიბარეთ ნიკა მაჭუტაძის პარტია, რომლის პარტნიორებიც იყვნენ და-ძმა ჩხეიძეები. ამ პარტიით ისინი ერთად შევიდნენ „ნაცმოძრაობის“ სიაში და იმ სამარცხვინო კენჭისყრის შემდეგ სამივე ერთად გარიცხეს. ჰოდა, ბუღალტერიის გადმობარებისას წავაწყდი მეტად საინტერესო დოკუმენტს: 300 ათასზე მეტი იყო პარტიის საგადასახადო დავალიანება და ხმის მიცემიდან 1 კვირის თავზე, თითქმის 200 ათასამდე ჩამოაწერეს საგადასახადო შეთანხმებით! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელიმე ოპოპარტიას საგადასახადო შეთანხმებას უფორმებდეს „ქოცი“?! აი ესაა პოლიტიკური კორუფცია, თან სამშობლოს ინტერესების ხარჯზე!“-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის