გიორგი ჩაკვეტაძე - ჩვენმა დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და ოთხწლიანი ვიზები მივიღეთ - XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო კი, ღონისძიებაზე ვერ გავემგზავრეთ

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ პარლამენტის დელეგაციას კანადამ ვიზები არ მისცა.

როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მიიღეს, მაგრამ XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო, ამ ღონისძიებაზე ვერ გაემგზავრნენ.

“ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი “სიმართლე” - გიორგი კანდელაკმა 22 ნოემბერს მოიტყუა, თითქოს პარლამენტის დელეგაციას კანადამ ვიზები არ მისცა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხატია წილოსანმა ამ სიცრუეს ამომწურავი პასუხი იმ დღესვე გასცა.

დღეს კი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე გამოვიდა და ეს ტყუილი პირდაპირ ეთერში გაიმეორა.

სინამდვილეში, 22-25 ნოემბერს, მონრეალში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა, რომელსაც კანადის პარლამენტმა უმასპინძლა.

ჩვენმა დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მივიღეთ. XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო კი, ამ ღონისძიებაზე ვერ გავემგზავრეთ.

ეს ხალხი თავის ქვეყნის სანქცირებას ითხოვს, ათას სისულელეს აბრალებს საქართველოს. ჩვენ კი, ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ინტერესებს ვემსახურებით.

მივმართავ ამ ორგანიზაციებს, ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. გამოვიდნენ და საჯაროდ უარყონ კიდევ ერთი დეზინფორმაცია!“, - აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები