აქტივისტი - რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა, ძაღლს ასეირნებდა და ხეზე მიაბმევინეს, სახლშიც არ ააყვანინეს

არსებული ინფორმაციით, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვატო ბჟალავა დააკავეს. აღნიშნულის შესახებ მისი მეგობარი, აქტივისტი ნათია ჩიქოვანი „ფეისბუქზე“ წერს.

მისივე ინფორმაციით, ბჟალავა სასამართლოშიც იყო დაბარებული.

„რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა. თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს, სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!“,- წერს ნათია ჩიქოვანი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026