ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი თავისი უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს

ისრაელი თავისი უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს იერუსალიმში გამართული შეხვედრისას განუცხადა.

„ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი უსაფრთხოება ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიაში უმცირესობების დაცვის მნიშვნელობასა და სირიიდან ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს