„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ქურდაძე აღნიშნავს, რომ „ყველა ტყუილს“ უპასუხებს შესაბამისი დოკუმენტებით.

„დღეს და გუშინ "მთავარი არხის" დირექტორი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებენ, რომ თურმე მე ხელს ვუშლი დაზღვევის თანხის გადახდას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს.

და სწორედ, დღეს მივიღე მეილით პსპ-ს დაზღვევისგან წერილი, რომ "მთავარ არხს" არ გადაუხდია დაზღვევის თანხა 2020 წლიდან და დავალიანება დაგროვილია 818,921.50 ლარი (რვა ასი ათასი ლარი).

საერთოდ, რას ემსახურებოდა ან ვის ინტერესებში იყო გუშინდელი აბსურდული გამოსვლა გიორგი გაბუნიასი და დღეს მოსული წერილი, თქვენ გასაზღვრეთ.

ყველა ტყუილზე ვუპასუხებ შესაბამისი დოკუმენტებით, რასაც ასე ურცხვად ტირაჟირებენ.

დაზღვევის თანხას არ უხდიდა სადაზღვევო კომპანიას ჯერ ნიკა გვარამია 2020 წლიდან და მერე გიორგი გაბუნია დღემდე. მე რა შუაში ვარ!", - აღნიშნავს გიორგი ქურდაძე განცხადებაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს