თინა ხიდაშელი - არჩევნები, რომელსაც ხვალ პარლამენტში ჩაატარებენ უკანონო და ანტიკონსტიტუციური იქნება - მისი ჩატარებით კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები ირღვევა

არჩევნები, რომელსაც ხვალ, საქართველოს პარლამენტში ჩაატარებენ, იქნება უკანონო და არის ანტიკონსტიტუციური, ხაზგასმით ვამბობ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ხდება ყაველაშვილის პრეზიდენტად პრეზიდენტად განწესება, არამედ იმიტომაც, რომ ამ არჩევნების ჩატარებით კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები ირღვევა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევა კონსტიტუციით და კანონით დადგენილი ვადების დარღვევით მოხდება.

„ვინაიდან ხვალ, საქართველოს თვითგამოცხადებულ პარლამენტს დანიშნული აქვს პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურა, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მორიგ უკანონობასთან და ანტიკონსტიტუციურ ქმედებასთან გვექნება საქმე. ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს ხვალ პრეზიდენტი, ეს თავისთავად უზარმაზარი პრობლემაა, როდესაც არავის მიერ აღიარებული, არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს უკანონო მოქმედებების სერიას, მაგრამ ამ შემთხვევაში, დამატებით, თავად პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მორიგჯერ დაარღვია კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი. კერძოდ, საქმე გვაქვს იმასთან, რომ საქართველოს კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევისთვის აუცილებელია არსებობდეს 30-დღიანი ვადა იმისთვის, რომ კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის შესაბამისი დრო ჰქონდეთ. საარჩევნო კოდექსში ერთადერთი შემთხვევაა გათვალისწინებული, როდესაც განსხვავებული ვადები შეიძლება დაადგინოს ცესკომ და ეს შემთხვევა ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამონაკლისი შემთხვევა და შეუძლებელია ვადების დაცვა, შესაძლოა, რომ სხვაგვარი გრაფიკი განისაზღვროს. საქართველოს პარლამენტს თავის დადგენილებაში არცერთი სიტყვით არ უთქვამს, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ 30-დღიანი ვადის დაცვა გახდა წარმოუდგენელი და შეუძლებელი მათთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. მე პირადად, არ მაქვს იმის ახსნა, თუ რატომ ჩქარობენ ასე. როგორც პარლამენტის სხდომა მოიწვიეს აბსოლუტურად უკანონოდ, ისინი არ დაელოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის მოთხოვნებს დარღვევით მოიწვიეს პირველი სხდომა, ზუსტადა ასე კონსტიტუციით და კანონით დადგენილი ვადების დარღვევით ატარებენ საპრეზიდენტო არჩევნებს.

არჩევნები, რომელსაც ხვალ, საქართველოს პარლამენტში ჩაატარებენ იქნება უკანონო და არის ანტიკონსტიტუციური, ხაზგასმით ვამბობ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ხდება ყაველაშვილის პრეზიდენტად პრეზიდენტად განწესება, არამედ იმიტომაც, რომ კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები ირღვევა ამ არჩევნების ჩატარებით. შესაბამისად, ყველა ის მოქმედება, რომელსაც ხვალ, იმ შენობაში, რუსთაველის 8 ნომერში, შევარდნილები რომ არიან და დაკავებული რომ აქვთ, როცა ხალხი განახორციელებს, ყველა ეს მოქმედება გამოცხადდება უკანონოდ და ძალადაკარგულად, მაშინვე, როდესაც ამ ქვეყანაში დაბრუნდება სამართლიანი მართლმსაჯულება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია