„საქპატენტის“ თავმჯდომარემ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

სოსო გიორგაძემ ახალგაზრდებთან განიხილა ინტელექტუალური საკუთრების არსი და მისი ძირითადი ობიექტები, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სისტემები. საუბარი შეეხო ეკონომიკასა და მეცნიერებაში ინტელექტუალური საკუთრების როლსაც. კერძოდ, "საქპატენტის" თავმჯდომარემ ისაუბრა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შესახებ, თუ რა როლი აქვს ინტელექტუალურ საკუთრებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და როგორ ხდება არამატერიალური აქტივების შექმნა და აკუმულირება განათლების, მეცნიერების, მრეწველობის, თუ ინდუსტრიის სფეროებში. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ, აგრეთვე, ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მიმდინარე გლობალურ ტენდენციებსა და საქართველოში განხორციელებულ უახლეს რეფორმებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წლების განმავლობაში აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს. სტუდენტებთან გამართული მსგავსი ტიპის ღონისძიებები კი ხელს უწყობს არა მხოლოდ ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციას, მისი ობიექტების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და დაცვის მნიშვნელობის გააზრებას, არამედ, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა