ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად იქნება სანქცირებული - ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ვერ გაექცევიან

ივანიშვილი და მისი ე.წ. ხელისუფლება, დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს, სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სავიზო სანქციების შემდეგ, აუცილებლად იქნება ფინანსური სანქციები და შეეხებათ არაღიარებულ თანამდებობის პირებს.

„აშშ-მა გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არის გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად იქნება სანქცირებული. შესაბამისად, ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან და დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო