კახა კალაძე კეზერაშვილზე - მან გაძარცვა ბიუჯეტი, ქართული ჯარი, წავიდა ქვეყნიდან და გააგრძელა ყაჩაღობა - 2008 წლის ომის დროს თავდაცვის მინისტრი დაკავებული იყო ბრილიანტების შეძენით, რაც წარმოუდგენელია

კეზერაშვილი რომ კრიმინალია, მგონი, ეს არ ახალია და ყველამ კარგად ვიცით, მან გაძარცვა ბიუჯეტი, ქართული ჯარი, შემდეგ უკვე როდესაც წავიდა ქვეყნიდან, გააგრძელა ყაჩაღობა, მერე უკვე ევროპელ პენსიონერებს დაერია, ძარცვავდა და ძარცვავს ამ ადამიანებს, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ 2008 წლის ომის დროს ბრილიანტების სავარაუდო შეძენას.

კახა კალაძის თქმით, „საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, 2008 წლის ომის დროს, კეზერაშვილის მიერ ძვირფასი ქვების შეძენის ფაქტი პასუხს სცემს ამ ადამიანის გარშემო არსებულ ყველა კითხვას“.

„მის წინააღმდეგ უამრავი გამოძიება დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში, ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ, ეს ადამიანი ამ ნაძარცვი ფულით აფინანსებდა ტელევიზიას, პოლიტიკას და იმ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს ქუჩაშია და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ. შესაბამისად, საზოგადოებამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ყველაფერი იცის, ვინ არის კეზერაშვილი, საიდან მოდის, როგორ ცხოვრობს და რა აქვს გაკეთებული.

ბრილიანტების შეძენას რაც შეეხება, ეს არის დამოკიდებულება, როდესაც შენი ქვეყანა იმყოფებოდა ისეთ მძიმე მდგომარეობაში. 2008 წლის ომმა ჩვენს ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა, დავკარგეთ ტერიტორიები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ამ დროს თავდაცვის მინისტრი დაკავებულია ძვირადღირებული თვლების, ბრილიანტების შეძენით, რაც წარმოუდგენელია. ეს ქმედება პასუხს სცემს ყველა იმ კითხვას, რა კითხვებიც ზოგადად მასზე არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის