კახა კალაძე - არსებობენ დაჯგუფებები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში დაპირისპირება შემოიტანოს, თუნდაც ვიღაცის მკვლელობა იმისთვის, რომ უფრო დაძაბონ და გაართულონ მდგომარეობა

არსებობენ დაჯგუფებები, ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაპირისპირება, თუნდაც ვიღაცის მკვლელობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაძაბონ და გაართულონ მდგომარეობა, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ქმნის ოპოზიცია მოლოდინს, რომ შესაძლოა, აქციებთან მიმართებაში ხელისუფლების ქმედებებს მსხვერპლი მოჰყვეს.

„ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, სადაც პირდაპირ საუბრობდნენ ვიღაცის ლიკვიდაციაზე, გვამებზე. ეს ამ ადამიანების ხელწერაა. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, თუ როგორ მოქმედებდნენ ხალხის წინააღმდეგ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ, აქციების დაშლის დროს პირდაპირ კლავდნენ, შემდეგ გარდაცვლილ ადამიანებს შემოალაგებდნენ ხოლმე ჯიხურების თავზე და გვიმტკიცებდნენ, თითქოს ფატალური შემთხვევა მოხდა, ვიღაცას დენმა დაარტყა ან სხვა შემთხვევით დაიღუპა. წარმოუდგენელი და კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რაც კეთდება. ჩვენი ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს ამასთან დაკავშირებით, პრევენციული განცხადებაც იქნა გაკეთებული. რა თქმა უნდა, არსებობენ დაჯგუფებები, ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაპირისპირება, დაძაბულობა, თუნდაც ვიღაცის მკვლელობა და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაძაბონ და გაართულონ მდგომარეობა ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე და მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ეს პროცესი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს.

„პროტესტის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ეს მოხდეს კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად. როგორც კი ვინმე კანონს გადასცდება, ამას შესაბამისი უწყების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა მერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის