კახა კალაძე - დიდუბის რაიონში მდებარე N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობა უფრო დიდი შენობით ნაცვლდება

დიდუბის რაიონში N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს და უფრო დიდი შენობა შენდება.

სამშენებლო სამუშაოებს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ბაღის ახალი შენობა გათვლილია 450 ბავშვზე, ძველ შენობაში კი მხოლოდ 180 ბავშვის მიღება იყო შესაძლებელი.

„დიდუბის რაიონში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აქ იყო ძველი, ავარიული შენობა და მოგვიწია ბავშვების გადაყვანა სხვა ბაღში. ეს არის N6 საბავშვო ბაგა-ბაღი. ხორციელდება პროექტი, რომელიც გათვლილია 450 ბავშვზე. ძველ ბაღს მხოლოდ 180 ბავშვის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა და რადგან დემონტაჟი განხორციელდა, ახალო შენობა იქნება უფრო დიდი, უფრო კომფორტული და მოემსახურება მეტ ბავშვს. აქაც გათვალისწინებული იქნება დადგენილი სტანდარტები, ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, დაწყებული კვებიდან, დამთავრებული სათამაშოებით. ყველაფერი უნდა იყოს სერტიფიცირებული და ევროპული სტანდარტის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, თბილისის საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე.

N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი რამდენიმე წლის წინ, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ახალი შენობის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო.

ახალი შენობა 15-ჯგუფიანი იქნება და დაახლოებით 450 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტით გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტი, რაც დადგენილია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ექნება კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით. ბაღი ახალ შენობაში 2025 წლის ბოლომდე გადავა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო